მინისტრის თქმით, მას ეს ფაქტი კარგად არ ახსოვს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩების მობილიზაცია არ მოუხდენია და ისინი თავის სურვილით მივიდნენ პარლამენტში.
„20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარების მიხედვით, ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის, რომ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათი ინფორმირების კუთხით. მათ აქვთ საკუთარი წყაროებიც. ბუნებრივია, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი წყაროებიდანაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ, რომ მათ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით. აქ საუბარი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ვთქვათ, ფიზიკურად იქ მივიყვანეთ. იქ რამდენიმე ელჩი მივიდა. გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და იქ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერი გასაკვირი არ არის და ეს ჩვეულებრივი პროცესი არის,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






