სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახალი პროექტის ფარგლებში გამოცდილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გაუზიარებს
პოლიტიკა - 14:36, 12 Jul, 2019     408

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული პროექტი დაიწყო, რომელიც საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსიის რესპუბლიკების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების მონაწილეობით განხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აუდიტორული უწყებების შესაძლებლობები საერთაშორისო სტანდარტების (ISSAIs) აუდიტის პრაქტიკის შესაბამისად.

პროექტის მონაწილე უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს შორის გაფორმდა მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებას, ერთობლივი პარალელური აუდიტებისა და ანალიტიკური აქტივობების განხორციელებას.

მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისში მოაწერეს ხელი საქართველოს, უკრაინის და აზერბაიჯანის გენერალურმა აუდიტორებმა და ბელორუსის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა.

პროექტის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის საელჩოს, პროექტის მონაწილე ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება 2030-ის დღის წესრიგის შედეგების მონიტორინგისათვის" პროექტი 2020 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

პროექტი გერმანიის მთავრობის „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდი საჯარო ადმინისტრაციის რეფორმებისათვის“ ფარგლებში ფინანსდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42