"მე არ ვყოფილვარ პარლამენტში" - საფრანგეთის ელჩი გახარიას სკანდალურ განცხადებაზე
პოლიტიკა - 12:45, 12 Jul, 2019     1738
საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს ის პარლამენტის შენობაში არ ყოფილა. ფრანგმა დიპლომატმა ამით, შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებისას ის პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა:


„პირადად მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა, პარლამენტში იყო, რა დრომდე ეს არ ვიცი. არ მიმიღია სატელეფონო ზარი, ან შეიძლება გამომრჩა, რადგან სადილზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად იმ საღამოს. ჩემი აზრით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის ჩართულობით. რაც შეეხება მის გადადგომას ან დარჩენას, მისი პირადი პასუხისმგებლობის საქმეა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ახლანდელი სიტუაცია, მაშინდელიც და შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება, მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დიპლომატები აქ დასახმარებლად იმყოფებიან. ჩვენ გვინდა რომ საქართველო წარმატებული იყოს, ნამდვილად არ გვახარებს იმის ნახვა, როგორაა საზოგადოება დაყოფილი. ჩემი აზრით ყველამ პატივი უნდა სცეს წესებს, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხიმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუ აზრს გვკითხავენ, ვეუბნებით, მაგრამ ისინი არიან არჩეული, ეკისრებათ პასუხისმგებლობა და მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად.“- განაცხადა პასკალ მენიემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42