თბილისის ოც სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ანტონიო ბარტოლის განცხადებით, იტალიის მთვარობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბერიდან თბილისის ოც სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება. საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან.
მხარეები შეთანხმდნენ მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც, რაც საგრანტო და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას გულისხმობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის სფეროშიც. ელჩის ინიციატივით, ხელი შეეწყობა სამუზეუმო სივრცის საგანამანათლებლო მიზნით გამოყენებას, რაშიც სკოლები ჩაერთვებიან და მოსწავლეები მეტად გაეცნობიან იტალიურ კულტურას.
წყარო: Edu.Aris.Ge
მასალის გამოყენების პირობები