გახარიას ტყუილების კასკადი - სერგი კაპანაძე შს მინისტრს ამხელს
პოლიტიკა - 12:09, 12 Jul, 2019     1193

გახარიას ტყუილების კასკადი - 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით შს მინისტრის მიერ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აფასებს და გახარიას ტყუილის ერთ-ერთ დადასტურებად დარბევის დაწყებამდე მოსახლეობის გაუფრთხილებლობა მოჰყავს.

ამასთან, კაპანაძის თქმით, მინისტრმა მაშინაც მოიტყუა, როცა თქვა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ იყო - სპეცდანიშნულების დანაყოფებმა მომიტინგეების დარბევა სწორედ მოლაპარაკებებზე დათანხმების შემდეგ დაიწყეს.

„მოიტყუა, რომ თითქოს ოპოზიციამ იცოდა და ხმას არ იღებდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ - ორჯერ ბრიფინგით და ერთხელ აქციით გავაფრთხილეთ გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მან მოგვატყუა როდესაც თქვა, რომ არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გავრილოვის არშემოშვების. ეს არის სრული აბსურდი, მას ნებისმიერი ადამიანის არშემოშვება შეუძლია, თუ ქვეყანა ამას გადაწყვეტს.

მესამე, რაც მთავარია, მან მოიტყუა, რომ ხმოვანი გაფრთხილება იყო გაკეთებული, სანამ გამოყენებული იქნებოდა სპეცსაშუალებები. არათუ ხმოვანი გაფრთხილება არ იყო გაკეთებული, პირიქით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ აპირებდნენ სპეცსაშუალებების გამოყენებას და მათი სტილი არ იყო, ანუ ეს იყო პირდაპირ ტყუილი.

მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად მიდიოდა იქ რაღაც ძალადობა და არ იყვნენ მზად მოლაპარაკებებისთვის. პირიქით, ყველამ ვნახეთ, რომ მოლაპარაკებების მზადყოფნის დროს დაიწყეს ტყვიების გამოყენება.

მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. აუცილებელი მოგერიების ფარგლები შეიძლება რაღაც ეტაპზე არსებობდა, მაგრამ გასცდა, როგორც კი პარლამენტის კიბეებზე ჩამოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, მერე გადავიდა რუსთაველზე და მერე ვერაზე მით უმეტეს.

მან მოიტყუა, რაც მთავარია, როდესაც თქვა, რომ მისთვის თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის აღება. პირიქით არის ეს, თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის არ აღება, პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს წასვლას თანამდებობიდან, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიძლება დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, იმდენად იკვეთება, რომ ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, როგორც ბრძანების გაცემით, ისე კონკრეტული ქმედებების კუთხით,“ - აცხადებს კაპანაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42