"ამათ დიქტატურას აქვს კარიკატურული სახე აქვს"- ოპოზიციის ლიდერები ჩვენებას მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ
პოლიტიკა - 10:47, 12 Jul, 2019     1043

ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. ოპოზიციის ლიდერების აცხადებენ, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში მისცემენ.

საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება.

„ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან, თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინდელ გავრცელებულ კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში, როდესაც დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ჩაყრილია რამიშვილის კანტორის თანამშრომლის ჩვენებაში,“- განაცადა ხატია დეკანოიძემ.

გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც.

„ძალა გამოიყენა გახარიას უწყებამ და ახლა გახარიამ უნდა გამოიძიოს რაღაც საქმე, რომელსაც აპირებენ შეკერონ და ფაქტობრივად გამოიყენონ იმისათვის , რომ იქნებ რამენაირად სიტუაცია ჩააცხრონ. ვერაფერს ვერ შეკერავენ. იმიტომ რომ ამათ დიქტატურას აქვს კარიკატურული და სასაცილო სახე,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ დაკითხვაზე დაბარებას დიდი "სასოებით ელოდებოდა".

„გადასერივია, ველოდებოდი ამას დიდი სასოებით. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვიჯდეთ. ადამიანები რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ,“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ირაკლი ღლონტის შეფასებით კი ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას გამოგონილ შეთქმულების თეორიას უწოდებს.

„ეს არის გამოგონილი თეორიით საუბარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. კი ბატონო, მივალთ და ვეტყვით, რომ ჩვენ, გავრილვს, პუტინს და პუტინის ხელდასმულ მონებს საქართველოში არ ვაბუინებთ. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე ვისაუბრო. პირიქით დავსვამ კითხვას, რატომ გახდა საჭირო საზოგადოებისთვის დათვის ტყვიები ესროლათ. იმედია, მეც მივიღებ პასუხს“-განაცხადა ირაკლი ღლონტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42