ნიკა მელიას მიმართვა ივანიშვილს და გახარიას: "ისტორია თქვენ ასე შეგაფასებთ "თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“
პოლიტიკა - 23:54, 11 Jul, 2019     1318

ივანიშვილი-გახარიას რეჟიმის ისტორია შეგვიძლია დავახასიათოდ მოკლედ: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“ - 20 ივნისის "გავრილოვის სისხლიან ღამეს" კიდევ ერთხელ ეხმაურება ოპოზიციის ლიდერი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


"ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უპირველესია.

არასდროს, არასდროს, არავის შერჩენია და არავინ დარჩენილა დაუსჯელი ქართველ ხალხზე ძალადობისთვის.

წარმოუდგენლად ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ივანიშვილს და გახარიას სამართლიანი სასამართლოს პირობებში, სულ მცირე, ისტორიის ამ მონაკვეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე და სამართლებრივი შეფასებები მომავალს და სასამართლოს მივანდოთ.

რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ შეფასებას.

ივანიშვილი-გახარიას რეჟიმის ისტორია შეგვიძლია დავახასიათოდ მოკლედ: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“

თავიანთი დანაშაულებების გადასაფარად მათ სცადეს საზოგადოების ყურადღების გადატანა არარსებულ საკითხებზე. მათ სცადეს ჩემი გაჩერება ე.წ. ელექტრონული ბორკილებით.

ივანიშვილო და გახარიავ,

თქვენ დგეხართ ავტობუსების არასწორ მხარეს, ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს : „ ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“

საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის მეც, ვდგევართ სამართლიანობის მხარეს, ისტორიის იმ მხარეს, რომელიც ასეც შეფასდება „ ელექტრონული ბორკილების დადებიდან - თავისუფლებამდე“

თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ რომ შეგეშინდათ, შეგეშინდათ იმიტომ რომ არ გწამდათ საკუთარი სიმართლის.

ისტორიის სწორ მხარეს კი ჩვენ გვწამს, გვწამს რომ:

საქართველო იქნება დამოუკიდებელი;

საქართველო იქნება თავისუფალი ადამიანების ქვეყანა;

საქართველო იქნება წარმატებული და მდიდარი;

და ამ ყველაფერში ლომის წვლილი უკვე შეიტანა ამ ქვეყნის მომავალმა - თავისუფალმა, მებრძოლმა, ჯიუტმა ახალგაზრდებმა.

ეს მართალი ადამიანები არ დათმოებენ, აღარ დათმობენ, მათ ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი - მთელი ცხოვრება და ცხოვრებას არავის დააკარგვინებენ.

თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პატრიოტიზმის და ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია და არაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც გრძნობ რომ მართალი ხარ და 100 % ით ზუსტად იქ დგეხარ, სადაც უნდა იდგე.

სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენც აუცილებლად გავიმარჯვებთ და იმაზე მალე ვიდრე თავად ჩვენ გვგონია" - წერს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42