„ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს რაც შეეხება ამ კომპონენტს, როდესაც აქცია, ეს არ იყო მშვიდობიანი. ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, ჩვენ არავის აღარ მივცემთ საშუალებას, რომ მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. სხვანაირად ჩვენ, ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ," - ამბობს გახარია.
გიორგი გახარიას თქმით, აქცია არ იყო მშვიდობიანი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი და სამართალდამცავებმაც ადეკვატურად იმოქმედეს.
"ეს იყო პარლამენტში ძალისმიერად, შტურმის საშუალებით, ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრის, რა მიზნით იყო შეჭრა პარლამენტში და ექნებოდა ამას თუ არა, პოლიტიკური შედეგები და გამოსავლები, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს," - ამბობს მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






