"შეიძლება, შეცდომა იყო, რომ უფრო ადრე არ გავეცი ბრძანება"- გახარია დარბევაზე საუბრობს
პოლიტიკა - 22:04, 11 Jul, 2019     1629

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცდომად თვლის იმ ფაქტს, რომ 20 ივნისის აქცისის დარბევის ბრძანება უფრო ადრე არ გასცა. გახარიას თქმით, მან ხელი ამ ბრძანებას მოაწერა 20 ივნისს, 12-დან პირველ საათამდე პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა ტერიტორია.

"როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და სპეციალური ღონისძიების კურატორის გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტულად, იმ ლოკაციაზე იმ კონკრეტული საპროგნოზო მონაცემებით, რაც არსებობს, გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იყო ხელმოწერილი... ამ ბრძანებაში დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა: ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე, რა სპეციალური საშუალებებით და რა პასუხისმგებლობებით მოქმედებს.

როდესაც პირველი შტურმი დაიწყო, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რა დროსაც მოხდა პირველი ფლანგის გარღვევა და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდეგ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია უკნიდან წინ, ფარებით, თორემ 7 საათისთვის იქ ჩვეულებრივი პატრული იდგა"- განაცხადა გახარიამ "რეაქციაში" სტუმრობისას და თქვა, რომ ამის შემდგომ, ღამის 10 საათიდან გაიცა ბრძანება, პოლიციას არ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები.

“ეს ბრძანება ხდება სიტყვიერად. როდესაც დაიძაბა სიტუაცია, მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეიცალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება, არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან არ გაეტაცათ 300 ფარი და 30 პოლიციელი ხალხის მასაში. შეიძლება, ბრძანება და განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, გასაცემი იყო ადრე.

7-დან 10 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი. 10 საათიდან დაიწყო შტურმი და გაარღვიეს პოლიციის კორდონი, განსაკუთრებულ დავალებათა რაზმი გადმოვწიეთ წინ და 2.5 საათი გრძელდებოდა შტურმი და სანამ რისკი არ დადგა პოლიციელებისა და სამოქალაქო პირების სიცოცხლის, მანამდე არ გამოვიყენეთ.

ჩვენ იმედი გქვონდა, რომ მოწოდებების შედეგად ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა. ამიტომ ვითმენდით. გაზი იმიტომ ვისროლეთ შორს, რომ ადამიანები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შტურმში, გაფანტულიყვნენ”-თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42