ოპოზიციის ლიდერების დაბარება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნულ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
გახარიას უწყებამ ორივე მათგანი შსს-ში ხვალ დაიბარა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ორივე ლიდერი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიცემს ჩვენებას.
ამასთან ჩვენი ინფორმაციით, გამოკითხვაზე არიან დაბარებულები ასევს გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტიც.
იმის შესახებ რომ საგამოძიებო უწყება ოპოზიციის ლიდერების დაკითხვას აპირებდა "ნიუპოსტმა" დღეს დილით დაწერა.
გახარიას უწყება ოქროს მოწმის, კოკა ყანდიაშვილის საინფორმაციო სააგენტო „ეს პერსონას“ თანამშრომლის ნათია ბერიძის ჩვენებას ეყრდნობა.
ტროლების ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩვენებაში ამბობს, რომ ჩამოთვლილი ოპოზიციის ლიდერები სხვებთან ერთად, ერთხმად ეთანხმებოდნენ ნიკა მელიას, რომ ძალადობრივად აეღოთ პარლამენტის შენობა.
"იქ იდგნენ გრიგოლ ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე, ნიკა გვარამია, შალვა შავგულიძე, ლევან სამუშია, სერგო რატიანი. ამ ადამიანების გეგმები აქციის მიმდინარე თემებს ეხებოდა. მე ვიღებდი მათ და იმდენად ახლოს ვიდექი რომ პირადადაც მესმოდა " - ნათქვანმია ნათია ბერიძის ჩვენებაში.
ჩვენი წყარო შს სამინისტროდან, „ნიუპოსტთან“ პირად საუბარში ახსენებს მინისტრ გახარიას უშუალო დავალებას, რომლის თანახმადაც კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლნების გამო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები






