NGO-ები ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს სთხოვენ პუტინის რიტორიკას მკაცრად უპასუხონ
პოლიტიკა - 18:10, 11 Jul, 2019     733

არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში, არმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ და სთხოვენ მკაცრი პასუხი გასცენ პუტინის იმპერიალისტურ რიტორიკას, რასთან გამკლავებასაც საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს.

“დღეს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება. ძვირფასო სტუმრებო, ვინც ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს, რომელიც უკვე 200 წელია არ ურიგდება რუსულ ოკუპაციას; ქვეყანას, რომელიც სამაგალითოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის! დაამტკიცა, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეიძლება გახდეს პროგრესული და ჩაატაროს სამაგალითო რეფორმები; ქვეყანას, რომლის მიზანია იყოს უფრო მეტი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ერთი რიგითი სახელმწიფო.

დღეს ჩვენ ვართ რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტ პუტინის აგრესიული რიტორიკის და ეკონომიკური სანქციების სამიზნე. ამასთან ერთად პრეზიდენტი პუტინი პირადად ახდენს საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციას. მოვლენათა დამახინჯებით, ცრუ ნარატივის შექმნით ცდილობს მოახდინოს ტრამვული მეხსიერების ფორმირება, რომელიც შეუძლებელს გახდის რეგიონში მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესს

ესაა მათი პასუხი საქართველოში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ანტი-საოკუპაციო დემონსტრაციაზე, იმაზე, რომ საქართველოში არის თავისუფალი თაობა, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადა და მათი ერთადერთი მიზანი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში შეყვანაა.- აცხადებენ ხელმომწერები.

NGO-ები მიიჩნევენ, რომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ქვეყნის პარტნიორების მკაცრი პასუხი და მხარდაჭერა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ:

“სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ვერ ახერხებს ამ რიტორიკასთან გამკლავებას. უფრო მეტიც, ისინი თავისი დაბნეულობით და უმოქმედობით პანიკას თესენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გარეშე, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება.

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია თქვენც მკაცრი პასუხი გასცეთ პუტინის იმპერიალისტურ რიტორიკას! თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის! ჩვენ ვართ მამაცი და თავმოყვარე ხალხი! ჩვენ ზუსტად ვიცით თავისუფლების ფასი და ამიტომ მუდამ ვიბრძვით მის დასაცავად! დღეს ჩვენს გვერდით დგომა და მხარდაჭერა ნიშნავს ევროპის და ევროპული ფასეულობების დაცვას” – აცხადებენ NGO-ები.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს გაეროს ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
მწვანე ალტერნატივა
ლიბერალური აკადემია თბილისი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42