"დღგ-ის რეფორმა ბიზნესისთვის ოპერირების გამარტივებას ითვალისწინებს" - ვახტანგ ლაშქარაძე
პოლიტიკა - 18:02, 11 Jul, 2019     877

დღგ-ის რეფორმა ბიზნესისთვის ოპერირების გამარტივებას ითვალისწინებს, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

როგორც მან აღნიშნა, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო კანონმდებლობის განახლება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად და მიმართულია ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისკენ.

მისი განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილებები ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და სასურველია, რომ ბიზნესი მის განხილვაში აქტიურად ჩაერთოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი ცვლილებების მიზეზი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დღგ-ის მარეგულირებელ დირექტივასთან დაახლოებაა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ნორმა აბსოლუტურად გადმოვიღოთ. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე „საკანონმდებლო მაცნეში“ და პირველი, რაც ხაზგასმით ძალიან მინდა ბიზნესს ვთხოვო, მათ შორის, ბიზნესასოციაციებს თუ ნებისმიერ პირს, ვისაც შენიშვნა აქვს ამ მიმართულებით, აზრი გამოთქვას. დღგ-ის რეგულირება ძირეულად იცვლება, მთელი თავი თავიდან არის გადაწერილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცვლება“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების პროექტში ასახულია ბიზნესისთვის აქტუალური ბევრი მიმართულება.

„არის ისეთი ფაქტებიც, რაც ბიზნესისთვის სასურველია. მაგალითად, ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მიწოდება, თუ ეს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში არ არის, დღგ-ისგან თავისუფლდება. გარდა ამისა, გამოფენების, გარკვეული პრომოაქციების თუ დეგუსტაციების დროს დახარჯული საქონელი დღგ-ისგან თავისუფლდება, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებდა. არსებული პროექტი ექვემდებარება განხილვებს და ჩვენი დიდი თხოვნაა ბიზნესთან, ჩაერთონ ამ განხილვებში და ერთად მივაღწიოთ პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42