"ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება ბიზნესს საბაჟოსთან ურთიერთობას ძალიან უმარტივებს" - ვახტანგ ლაშქარაძე
პოლიტიკა - 18:01, 11 Jul, 2019     752

ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება ბიზნესს საბაჟოსთან ურთიერთობას ძალიან უმარტივებს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო კოდექსი პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.

„საბაჟო კოდექსი პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. პირველი მნიშვნელოვანი, რაც უკვე პარლამენტმა საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით მიიღო არის ის, რომ საბაჟო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვა. საბაჟო პროცედურები, დაახლოებით, ისეთი უნდა იყოს, როგორც ევროკავშირში. შესაბამისად, ახალი საბაჟო კანონმდებლობა ბიზნესს საბაჟო პროცედურებს საქართველოსა და ევროკავშირში ერთნაირად გაუმარტივებს“, - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე საუბრისას, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალი ე.წ. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის შემოტანის მნიშვნელობაზე, რადგან ის ბიზნესს მნიშვნელოვან შეღავათებს მოუტანს.

„პირველი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ შემოდის ახალი ინსტიტუტის ცნება – ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი. ეს ნიშნავს, რომ ის კომპანიები, რომლებიც გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებენ, გაცილებით მარტივ პროცედურებს მიიღებენ. ამ პირობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ქვენორმატიული აქტებით დაადგენს, რომლებიც უკვე დასრულების პროცესშია. შემდგომში, ამ საკითხს ბიზნესთან გამოვიტანთ და განვიხილავთ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამის შედეგ ევროკავშირის ქვეყნებს დავუკავშირდებით, ეს უკვე რეგულაციაში დევს და ასეთი ტიპის ავტორიზებული ეკონომიკური აგენტები ევროპაშიც მიიღებენ ასეთივე მარტივ პროცედურებს“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა და აღნიშნა, რომ ამგვარი ავტორიზებული კომპანიების მიმართ ნდობის ფაქტორი უფრო მაღალი იქნება.

„ჩვენც და ევროკავშირის ქვეყნებიც, მას შემდეგ, რაც ავტორიზებულ კომპანიას ვაღიარებთ, ნდობა გაიზრდება, თუმცა ეს ნდობა მხოლოდ ფურცელზე არ გამოიხატება. ჩვენც და ევროკავშირის ქვეყნებიც სრულად ვართ გადასული რისკზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმზე. კომპანიებში, რომელთაც ნდობა გამოუცხადეს, რისკის ალბათობა გაცილებით დაბალი იქნება, ანუ ის პროცედურები, კონტროლის ბერკეტები და მექანიზმები, რაც საბაჟო პროცედურების განხორციელების დროს ირთვება, მათთვის გაცილები მარტივი და მცირე იქნება. შეიძლება, საერთოდაც არ იყოს. მაგალითად, „მწვანე დერეფანს“ რასაც ვუწოდებთ, საქონლის წინასწარ დეკლარირების მექანიზმი, როდესაც საქონელს ასე ვთქვათ, არ ვეხებით და საზღვრიდან პირდაპირ სახლში მიდის. იმპორტ-ექსპორტის დროს ასეთივე პროცედურები უფრო გამარტივდება, როგორც ჩვენი, ისე ევროპის მიმართულებით“, – აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი თქმით, საბაჟო კოდექსი უფრო გამჭვირვალე და ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობაზე ორიენტირებული იქნება.

„ახალი საბაჟო კოდექსი ბიზნესთან უფრო პარტნიორულ დამოკიდებულებას ცდილობს, ვიდრე აქამდე იყო. მაგალითად, თუ საბაჟო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ბიზნესზე უარყოფითად მოქმედებს, ის ვალდებულია, ამის შესახებ ბიზნესს წინასწარ აცნობოს. თუ ბიზნესი იტყვის, რომ მას ამ გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეცვალოს ეს რეგულაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების წახალისება. მაგალითად, ისეთ საბაჟო ოპერაციებზე, როგორიცაა შიდა და გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა, მიზნობრივად შემოტანილი საქონელი, საბაჟოს გაუჩნდა ბერკეტი, რომ ასეთი ტიპის ოპერაციებს არ მისცეს ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ის ამავე დარგის ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად ვნებს“, – განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42