„აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის ბაღჩა“ - გერმანიის სახელმწიფო მინისტრი
პოლიტიკა - 17:19, 11 Jul, 2019     1157

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაელ როთი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს:

„რუსეთი რჩება ჩვენი მეზობელი და შესაბამისად, ჩვენი დიდი ინტერესია, რომ რუსეთი ასრულებდეს კონსტრუქციულ როლს გლობალურ დონეზე სხვადასხვა კონფლიქტში და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის ბაღჩა.

მეამაყება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სურვილი აქვთ, გაიზიარონ ჩვენი ღირებულებები. და თუ ადამიანები გადიან ქუჩაში, ითხოვენ დემოკრატიას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ამას მივესალმები. სომხეთშიც იგივე პროცესები იყო, ახლა საქართველოშიც მიმდინარეობს ეს პროცესები და მეამაყება ეს.

მაგრამ არცერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არ უნდა გააკეთოს არჩევანი ევროპასა და მეზობელ ქვეყანას შორის. ეს არის მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით. გეოპოლიტიკური ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზოგჯერ ეს ცოტა ცინიკურადაც ჟღერს.

ევროკავშირი ვალდებულია მკაფიოდ განაცხადოს, რომ ჩვენ გვაინტერესებს ძლიერი, სანდო ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპამ არ უნდა გადაიხადოს ამის საფასური, არასოდეს. ეს ჩემი პირადი აზრია, მე ვიცი, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ევროკავშირში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ევროკავშირისათვის ერთადერთი შანსი, გადარჩეს პოლიტიკურად არის ის, რომ ერთხმად გამოვაცხადოთ ჩვენი პოზიცია, გვქონდეს ერთიანი მიდგომა ყველაფერზე, რუსეთის ჩათვლით“- აცხადებს როთი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42