უწყვეტი ვიდეოკადრები, რომელმაც ნიკა მელიას საქმე აბსურდული გახადა და შს სამინისტროში დაბნეულობა გამოიწვია
პოლიტიკა - 17:22, 11 Jul, 2019     2072
ჩიხში შესული ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის წყალობით, ჩაკეტილ წრეშია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მას შემდეგ რაც ადვოკატმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმიდან უწყვეტი ვიდეომასალა გაასაჯაროვა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ე.წ. გადატრიალების გაყალბებული საქმე ხელისუფლებას თავზე ჩამოენგრა და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტების განეიტრალებისთვის დაწყებული გამოძიებაც თავდაყირა დადგა.

როგორც „ნიუპოსტის“ წყარო ძალოვანი უწყებიდან გვიყვება, სამართალდამცავ ორგანოებში კარგად ესმით, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ამსახველი უწყვეტი კადრებით ნადგურდება მთავრობის პროპაგანდა, თითქოს სროლა პარლამენტში შეჭრის მცდელობას მოჰყვა, შესაბამისად, ანალიტიკურ დეპარტამენტის თანამშრომლებს კარგად ესმით, რომ ოპოზიცინრები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, მათი დაბარებით კიდევ უფრო აბსურდულს გახდიან ნიკა მელიას საქმეს და ის კიდევ უფრო დაშორდება სამართლებრივ ლოგიკას. კერძოდ, როგორც კადრებიდან ირკვევა, თუკი ხელიუფლება ოპოზიციას მოლაპარაკებისთვის პარლამენტში შესვლას სთავაზობდა, რატომ გახდა საჭირო ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიები სროლა, სწორედ იმ მომენტში, როცა ოპოზიციის ლიდერები შეკრებილ მოქალაქეებს ხელისუფლების შეთავაზებას აცნობდნენ.

„ნიუპოსტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს დღეებში გეგმავდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები გუბაზ სანიკიძი, სერგო რატიანის, ბაჩუკი ქარდავას და შალვა შავგულიძის, დაბარებას.

ამ შემთხვევაში გახარიას უწყება ოქროს მოწმის, კოკა ყანდიაშვილის საინფორმაციო სააგენტო „ეს პერსონას“ თანამშრომლის ნათია ბერიძის ჩვენებას ეყრდნობა.

ტროლების ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩვენებაში ამბობს, რომ ჩამოთვლილი ოპოზიციის ლიდერები სხვებთან ერთად, ერთხმად ეთანხმებოდნენ ნიკა მელიას, რომ ძალადობრივად აეღოთ პარლამენტის შენობა.

"იქ იდგნენ გრიგოლ ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე, ნიკა გვარამია, შალვა შავგულიძე, ლევან სამუშია, სერგო რატიანი. ამ ადამიანების გეგმები აქციის მიმდინარე თემებს ეხებოდა. მე ვიღებდი მათ და იმდენად ახლოს ვიდექი რომ პირადადაც მესმოდა " - ნათქვანმია ნათია ბერიძის ჩვენებაში.

ჩვენი წყარო შს სამინისტროდან, „ნიუპოსტთან“ პირად საუბარში ახსენებს მინისტრ გახარიას უშუალო დავალებას, რომლის თანახმადაც კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლნების გამო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით და მათ ვკითხეთ რა ეტაპზეა ჯგუფური ძალადობით პარლამენტის შეჭრის საქმეზე დაწყებული გამოძიება, თუმცა უწყება კონკრეტულ საკითხზე არ საუბრობს. უწყება ვერ ადასტურებს, დაიბარებენ თუ არა ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რომლებიც, ჩვენების მიხედვით, ყველა პროცესში იყვნენ ჩართული.

გახარიას უწყებაში ოპოზიციონერი ლიდერების შესაძლო დაბარებაზე აცხადებენ: „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მოსული პირთა შესახებ ინფორმაცია მედიას ოფიციალურად ეცნობება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42