„საპარტნიორო ფონდმა“ „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ მიძღვნილი კონფერენციის ფარფლებში, უნგრეთის „ექსიმ ბანკთან“ მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა - 16:24, 11 Jul, 2019     553

„საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ ფარგლებში, უნგრეთის „ექსიმ ბანკთან“ გააფორმა მემორანდუმი.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის წარმომადგენელმა რობერტ გრილიოვმა მოაწერეს ხელი. ემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და მისმა მოადგილემ გიორგი დანელიამ მიიღეს.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, რეგიონის მასშტაბით, საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.

2-დღიანი კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის, შვედეთის, ბულგარეთის. უკრაინის, სომხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, გერმანიის მოლდოვის, ალბანეთის, ბელორუსის, ნორვეგიის მთავრობების მაღალჩინოსნები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42