საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ ვიდეომასალის შესწავლას მოითხოვს, რომლის მიხედვით, ნიკა მელია 20 ივნისს აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენის თქმით, ნიკა მელიას საქმეში ეს მთავარი მტკიცებულებაა.
„რა თქმა უნდა ის ვიდეოკადრი რაც გავრცელდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ ეს მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში და დადგინდეს რა კონტექსტში და როდის ჰქონდა აი, ამ საუბარს და განვითარებულ მოვლენებს ადგილი, მე ვფიქრობ, რომ იქნება ეს მნიშვნელოვან მტკიცებულება. დაახლოებით ალბათ იქით კვირაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევხვდეთ ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს, სადაც გავაცნობთ ჩვენი დაკვირვების პირველ შედეგებს. რა თქმა უნდა ეს შედეგები გულისხმობს იმასაც, რამდენად იკვლევს ყველა იმ მტკიცებულებას თუ გავრცელებულ ვიდეომასალას, რაც ვრცელდება მედიასაშუალებებში პროკურატურა და რა თქმა უნდა, ეს მასალაც ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი" - აღნიშნა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






