"მიმდინარე ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია" - ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი
პოლიტიკა - 15:28, 11 Jul, 2019     638

ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია, - განაცხადა ლოურენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.

ლოურენს მერედიტი პანელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან" ერთ-ერთი სპიკერია.

„ჩვენ, ევროკავშირი მოხარული ვართ ამ ინიციატივის წარმატებით. რა თქმა უნდა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ბათუმში ხორციელდება - ბათუმი წელს აღიარებულია, როგორც ახალი, ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი ევროპაში", - განაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.

ლოურენს მერედიტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის ამ საერთაშორისო პლატფორმის როლსა და მნიშვნელობაზე. ამასთან, მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს, „ჩვენ მოწადინებულნი ვართ, კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. პრეზიდენტმა იუნკერმა დაიწყო კონსულტაციები, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს", - აღნიშნა მან.

ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა რამდენიმე პრიორიტეტული სფერო დაასახელა, რომელთა მიმართულებითაც აქტიური მუშაობის წარმართვა იგეგმება: ეკონომიკა; კავშირები; ენერგოეფექტურობა; დიგიტალიზაცია და საჯარო მმართველობის რეფორმა. „ვმუშაობთ რეგიონში იმისათვის, რომ ევროკავშირის მხრიდან შევქმნათ საგრანტო დაფინანსების მექანიზმები, ისევე როგორც სასესხო დაფინანსების მექანიზმები და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა, მაგალითად მსოფლიო ბანკი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი და სულმოუთმენლად ველი ჩემი კოლეგებისგან მათ სამომავლო ხედვას" - აღნიშნა მან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42