საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარება და მაკროეკონომიკური სტაბილურობაა - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 13:28, 11 Jul, 2019     624
„ჩვენი მთავრობის ძირითადი ხედვა და მიზანია ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმზე - ნათია თურნავა მონაწილეობს პანელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან".


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავარი პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ეკონომიკა მთლიანად ეყრდნობა ღიაობასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს შენარჩუნებასა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისკენ სწრაფვას. „საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება და პრიორიტეტად კერძო სექტორის განვითარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიიჩნევს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელია ძლიერი ინსტიტუციები, რაც, ასევე, აძლიერებს ჩვენი ქვეყნისადმი ნდობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმებისა და DCFTA- ს ფარგლებში რეფორმის დღის წესრიგი. „საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად 2014-16 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკებისა, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 3.5%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ბევრი ჩვენი მეზობელი ახლოს იყო რეცესიასთან", - აღნიშნა მათია თურნავამ.

ნათია თურნავამ თავის სიტყვაში ასევე აქცენტი გააკეთა ფისკალურ პოლიტიკაზე - მისი ინფორმაციით, ფისკალური პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია ზრდაზე, რაც გულისხმობს კაპიტალური ხარჯების გაზრდას - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას. „ეს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, კერძო ინვესტიციების პარალელურად, რომელსაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახებას აერთაშორისო ინვესტიციებზე. Moody's Investors Service-მა საქართველოს სარეიტინგო მაჩვნებელი Ba3-იდან Ba2-ამდე გააუმჯობესა. 2019-ის თებერვალში, Fitch-მა კი საქართველოს შეფასება 'BB-' -იდან 'BB'-ამდე გააუმჯობესა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42