"აუცილებელია დაიწყოს სანქციების განხილვა, რაც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ოპოზიციის დევნას გააგრძელებს" - ოპოზიცია ტუსკს შეხვდა
პოლიტიკა - 13:15, 11 Jul, 2019     1044
ივანიშვილის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა - ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილს პირადად გადასცეს გზავნილი, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკური ოპოზიციის დევნას.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვესაუბრეთ ბატონ ტუსკს, ეს არის ის უზარმაზარი საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დგას, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დააანონსა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახალხო პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს, მრავალი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ ჩვენი მხრიდან გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხში შეიყვანოს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად დავაყენე ასევე საკითხი, იმის თაობაზე, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებიდან არ იქნება შესაბამისი გამოძახილი, აუცილებელია ევროკავშირმა დაიწყოს განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ღიად და აშკარად გააგრძელებს დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას და ოპოზიციის დევნას. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი გზავნილი.

ვფიქრობ, ევროკავშირი შესაბამის გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ოლიგარქიული ინტერესებისგან,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42