"ოცნების“ პროპაგანდა მთლიანად დაინგრა... დამტკიცდა, რომ ჯალათმა გახარიამ ივანიშვილთან ერთად ხელებაწეულ ახალგაზრდებს ესროლა"- ნიკა მელია გავრცელებულ ვიდეომასალაზე
პოლიტიკა - 13:02, 11 Jul, 2019     1797
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეომასალის გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ უწყვეტმა ვიდეომასალამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას არანაირი მოტივი არ ქონდა მომიტინგეები სასტიკად დაერბია. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდოამარის თქმით, ამ მტკიცებულებამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა სრულიად ჩამოშალა:


„ალბათ ყველამ ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე ქართული ოცნება ამტკიცებდა მთელი ამ ხსნის განმავლობაში. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა თავდაყირა დადგა და მთლიანად დაინგრა. ეს პროპაგანდა 20 ივნისიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ მათ დაინახეს მყისიერი საფრთხე პარლამენტზე მომიტინგეების მხრიდან შტურმის მიტანისა. გუშინ გავრცელებულმა ვიდეომასალამ სრულიად საპირისპირო რამ დაადასტურა, დაადასტურა ის რომ ღამის დაახლოებით 11:30-ზე, პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის მეც, ხალხისგან ნება დართულები ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ საბოლოოდ დაეშვათ საშვი და შევსულიყავით პარლამენტში მათთან მოსალაპარაკებლად, იმ დროს როდესაც აბსოლუტური სიმშვიდე იყო და პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი არ შეიმჩნეოდა არანაირი შეხლა-შემოხლა და ამ დროს დაიწყეს უმოწყალო დარბევა და ეს დარბევა გაგრძელდა დაახლოებით დილის 6 საათამდე.

ნამდვილად არ ვაპირებ მოტივების განსჯას, ფაქტია, რომ პატრიოტი ადამიანების, გავრილოვის ქვეყნიდან გამძევებლების, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, უმოწყალო მეთოდებით, მაშინ როდესაც არანაირი აუცილებლობა არ იყო. 40 წუთიანი ვიდეომასალა იძლევა შესაძლებლობას რომ რეალობა საბოლოოდ დამტკიცდეს და ქართული ოცნების არცერთ გულმხურვლე წარმომადგენელს აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ დარბევა იყო გამართლებული.“- განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ იმ ადამიანებსაც მიმართა, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ და ამ დრომდე მიაჩნდათ, რომ 20 ივნისს ნიკა მელიას ქმედებებმა მათი გულწრფელი პროტესტი დააზიანა:

„შესაძლებელია ერთ პატიოსან ადამიანს მაინც ეფიქრა ამ ქვეყანაში, რომ მისი გულწრფელი პროტესტი რაიმე სახით დავაზიანე მე პირადად 20 ივნისს, შეიძლება ეფიქრა, მიხარია, რომ დღეს ამ ადამიანების წინაშე ვარ პირნათელი. პირნათელი ვარ აიმ ათასობით ახალგაზრდის პროტესტის წინაშე, რომელიც ითხოვს ერთადერთ რამეს, დაისაჯოს ჯალათი გახარია. დიახაც, ჯალათმა გახარიამ ივანიშვილთან ერთად მოახერხა და ხელებაწეულ ახალგაზრდებს ესროლა დამიზნებით სახის არეში და ამ დღეებში ცდილობდა რეალობა გაესაღებინა სხვაგვარად.“- აღნიშნა მელიამ.

მელიას თქმით ის რომ 20 ივნისის მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდებოდა, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ აქამდე აცხადებდა, უნდა გაიაზრონ იმ დეპუტატებმაც, რომლებმაც მას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს:

„მე არავის ნიშნისმოგებას არ ვაპირებ, არც იმ 93 დეპუტატის მიმართ არ მაქვს არანაირი ნიშნისმოგების სურვილი, უბრალოდ მათ მივმართავს, ხალხო გავიაზროთ, რომ თქვენ ხართ საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტის დეპუტატები და თქვენ ნიკა მელიას კი არ გაიკეთეთ არაფრის გამო ეს სამაჯური და არაფრის გამო კი არ დააკავეთ ის 4 ახალგაზრდა, ეს არ იყო თავდასხმა სპეცრაზმზე, ეს იყო ამ ყველაფრის შემდეგ, შეტაკება ანზორ ჩუბინიძის რაზმთან, არანაირი სპეცრაზმი ის 40 კაცი არ გახლავთ, ისინი იყვნენ რუსეთის ინტერესებში ჩამდგარი ადამიანები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი დაცვის ყოფილი უფროსი.“- განაცხდა ოპოზიციის ლიდერმა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რომელიც სწორედ ამ ღამის მოველებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფარგლებში სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ელექტრონული სამაჯურით გადაადგილდება ხელისუფლებას მოუწოდებს რომ ნუ გაკადნიერდებიან და ნუ დაიწყებენ იმის საწინააღმდეგოს მტკიცებას, რა რეალობაც ვიდეოკადრებშია ასახული:

„მე მოვუწოდებ ხელისუფლებას არ გაკადნიერდეთ და ამ მასალის შემდეგ მაინც არ დაიწყოთ საუბარი იმაზე, რომ არსებობდა გარდაუვალი აუცილებლობა და საჭიროება თვალების დათხრის და ადამიანებზე დევნის გამოცხადებისა.“- განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42