"ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 11:42, 11 Jul, 2019     2139

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და რუსეთის ოკუპაციაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანამ შეცდომები თავიდან უნდა აიცილოს და სწორედ ამ შემთხვევაში მოხდება რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლა გუდაუთიდან და ცხინვალიდან.

"ჩვენ არასოდეს დაგვირღვევია არც ერთი ქვეყნის საზღვარი, არ დავსხმივართ თავს არც ერთ ერს. 2005 წელს, მოლაპარაკებების შედეგად ვნახეთ, რომ ბათუმიდან გავიდა რუსული გემი, რომელსაც გაჰქონდა რუსული შეიარაღება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველანი მივიღებთ მონაწილეობას, თუ ავირიდებთ თავიდან შეცდომებს, მაშინ აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავლენ გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა არის ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსათვის და ყველა ჩვენი მეზობლისთვის. ყველანი უნდა ვმუშაობდეთ ამ საკითხებზე, ყველას გვჭირდება ჩვენი სტაბილურობა, მთლიანად რეგიონს და ყველა ქვეყანას სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, მხარდაჭერა, რაც გინდათ ის დაარქვით, იმაში, რომ ისევ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. გვჭირდება ევროენთუზიაზმი, რომ ევროპასაც ახალი სულისკვეთება შევძინოთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს რთული პოლიტიკური და ეკონომიკირი რეფორმები, რათა მივიდეთ იმ წერტილში, საიდანაც მოვდივართ, რათა თქვენთან ერთად, სრულად ვიყოთ ევროკავშირში ინტეგრირებულები" - აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42