საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპაციაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე 5-6 ჯერადად შემცირდა ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვი.
„სრული მასშტაბით მიმდინარეობს მზარდი მილიტარიზაცია და წუთობრივად იზრდება დეპოპულაციის მასშტაბი. ასე მაგალითად, 5-6 ჯერადად შემცირდა ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ. ყოველივე ამის შედეგად, საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება. ამასთან დაკავშირებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამოწვევები არა მხოლოდ ქართველების დასაძლევია, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მიზანია მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების მიზანმიმართულ უგულვებელყოფასთან შეუგუებლობა" - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






