უცხოელი მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ მიესალმება წინა არჩევნებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.
„რაც შეეხება არჩევნებს, მივესალმები მიმდინარე პროცესებს, როდესაც გათვალისწინებულია და ხდება გამოსწორება იმ ხარვეზებისა, რომლებიც წინა არჩევნების დროს იყო დაფიქსირებული. ადამიანების უფლებების დაცვის მიმართ გაცილებით მეტი ყურადღება და ის, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წელს სრული პროპორციული სისტემის მიხედვით ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებას, მის პროგრესს. იმედი მაქვს, ყველა თავდადებულად იმუშავებს ამ შესაძლებლობის გაღრმავებაზე.
ბათუმის კონფერენციაზე ვისაუბრე საქართველოს ერთიანობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. ბრიუსელიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გქონდეთ სოლიდარობის. მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მასალის გამოყენების პირობები






