"საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, გაცილებით მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 11:17, 11 Jul, 2019     728

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო გაცილებით მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში.

„ჩვენი ლოზუნგია მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში. ამ მხრივ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ: ადამიანური კავშირების გაძლიერება, საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, გაცილებით მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში, რათა დავანახოთ ჩვენს მოსახლეობას ამ ურთიერთობის ხელშესახები შედეგები. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, სრული მონაწილეობა მივიღოთ იმ პროგრამებში, რომლებიც კულტურასა და განათლების განვითარებას ეხება. არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისთვის, რომ ვიყოთ სრული წევრები ევროპული საგანმანათლებლო სისტემის, ისევე როგორც კულტურული სივრცის. ერასმუსის პროგრამა გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გვეხმარება ამგვარი კავშირების გაძლიერებაში. ფაქტობრივად ვიბრძვით, რათა ევროპული ხარისხი დავამკვიდროთ ჩვენს პროფესიულ-ტექნიკურ განათლებაში. 2022 წელს, როდესაც „ევროპალიას“ ფესტივალს ვუმასპინძლებთ, გვინდა, საქართველო უკვე იყოს ევროპული კულტურული სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ეს იქნება საკმაოდ ხელშესახები სიგნალი ყველასათვის. რომელი ქართული ქალაქი გახდება სამომავლოდ ევროპული დედაქალაქი სხვადასხვა კულტურული ღონისძიების კუთხით და ეს გახლავთ ევროპასთან საქართველოს სიახლოვის სრულიად ხელშესახები, დამამტკიცებელი საბუთი. რასაკვირველია, ეს აგრეთვე მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის" - აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42