ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოდერაციას ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები გაუწევენ
პოლიტიკა - 21:14, 10 Jul, 2019     576
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, თემატურ სამუშაო სესიებს მოდერაციას გაუწევენ მედიის ცნობილი წარმომადგენლები და ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები.


კონფერენციის პირველი სესიის თემაა „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“, რომლის მოდერატორია „Think the Unthinkable”-ის დამაარსებელი და თანადირექტორი, ჟურნალისტი ნიკ გოუინგი. 1996-2014 წლებში გოუინგი BBC-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების - BBC World News-ის წამყვანი, 18 წლის განმავლობაში ITN-ის რომისა და ვარშავის ბიუროს ხელმძღვანელი და Channel Four News-ის დიპლომატიური რედაქტორი იყო. ის გახლათ ასევე რამდენიმე საბჭოს წევრი, მათ შორის Chatham House, Royal United Services Institute, Overseas Development Institute.

მეორე სესიას „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ მოდერაციას გაუწევს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი. 20 წლის განმავლობაში, ბლოკმანსი ჩართული იყო ევროკავშირისა და ეროვნული დონორების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში. ის ასევე განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მრჩეველი გახლდათ ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებით.

რიგით მესამე სესიის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ - სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ მოდერატორია პოლონეთის დიპლომატიის ევროპული აკადემიის დამაარსებელი და დირექტორი, კატარინა პისარსკა.

„2020 წელი - 20 მიზანი პარტნიორთა გასაძლიერებლად“ კონფერენციის მეოთხე სესიაა, რომლის მოდერატორია ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის და სომხეთი-ევროკავშირისა და აზერბაიჯანი-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, საჯად კარიმი. საჯად კარიმი ევროპული პარლამენტის წევრად 33 წლის ასაკში აირჩიეს. 2019 წელს მას მინიჭებული აქვს ევროპარლამენტის ჯილდო ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.

სესიის „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“ მოდერატორია ევროკავშირი-აზიის ცენტრის დირექტორი და ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ფრეიზერ კამერონი.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ასევე ღამის სესია, რომლის თემაა „თანამედროვე პასუხები თანამედროვე საფრთხეებს: მშვიდობა ჰიბრიდული გამოწვევების ეპოქაში“. ღამის სესიას მოდერაციას გაუწევს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორი და უფროსი მკვლევარი, ბრაიან ვიტმორი.

სესიის „მაღალი დონის სადისკუსიო პანელი ურთიერთკავშირის თემაზე“ მოდერატორია ევროპული ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ლი.

რიგით მეშვიდე სესიის - „მომავლის ინვესტიცია: განათლება და გადაადგილების შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობებისათვის“ მოდერატორია ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, კლერ მუდი. იგი ამჟამად უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომისიის ვიცე-თავმჯდომარეა. ის ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის, მრეწველობის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის და ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრია. მუდი ასევე ევროკავშირი-სომხეთის და ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტებისა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრია. კლერ მუდი არის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე.

მერვე სესიის თემაა „ორი რეგიონის ერთი ისტორია: აღმოსავლეთ პარტნიორობა და ბალკანეთი“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატალი საბანაძე.

შემაჯამებელი სესიის „„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 - გადავტვირთოთ და განვაახლოთ“ მოდერატორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შემაჯამებელი სიტყვით დაიხურება. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42