"ყველა ის საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო ან მეტი ტურისტი რუსეთიდან, უარს გვათქმევინებს დასავლურ არჩევანზე - არის სიბეცე ან მავნებლობა"- ივანე მაჭავარიანი
პოლიტიკა - 20:21, 10 Jul, 2019     638
ყველა ის საუბარი, რომ მეტი ღვინო გაყიდული რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი რუსეთიდან ადრე თუ გვიან უარს გვათქმევინებს ჩვენს დასავლურ არჩევანზე - არის სიბეცე როგორც მინიმუმ, ან არის მავნებლობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.


„ურთიერთობის დალაგება არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რამენაირად შერბილდება. სამწუხაროდ, არც იმას ნიშნავს, რომ რუსები უარს იტყვიან ამ ტერიტორიების აღიარებაზე. მაშინ რას ნიშნავდა ურთიერთობების დალაგების მცდელობა, როცა ამას „ქართული ოცნება" ჰპირდებოდა მოსახლეობას - ეს ნიშნავდა ბიზეს, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობების მაქსიმალურად გამიჯვნას პოლიტიკისგან",- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში, ვერ შეანელა წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებაში.

„მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, რომ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებთაც რბილად რომ ვთქვათ, არც თუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობებები აქვთ, ვაჭრობა, მიმოსვლა და კულტურული ურთიერთობები გრძელდება. ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ჩვენც ამ საკითხს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში შეანელა თუ არა ჩვენი წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან, პირიქით - გააძლიერა. მე შეგახსენებთ, რომ ამავდროულად, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. პარალელურად, მოხდა ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ არ ახსოვს ნატოსა და საქართველოს" ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს საკითხი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის წარმოჩენილი ისე, თითქოს ეს არის ურთიერთგამომრიცხავი.

„ ვიცი, რომ ძნელია... ერთი მხრივ, გვაქვს სერიოზული პრეტენზიები რუსეთთან, მეორე მხრივ, ხდება რაღაცა ტიპის ურთიერთობების გაღრმავება... პოლიტიკაში ასეთი რამეები შეიძლება შეთანხმდეს და თუ პასუხიმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხს, ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული დღეს ტურიზმის სექტორში, მათზე უნდა ვიფიქროთ. განვთავისუფლდეთ ამ კომპლექსისგან. სირცხვილის განცადა იმიტომ, რომ ცოტათი მეტი ბოთლი ღვინო გაიყიდა რუსეთში ან თავის მართლების პოზაში დგომა, არის სიბეცე" - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42