"საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნა აშშ-ს სამხედრო ბაზა თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით"- შალვა ნათელაშვილი
პოლიტიკა - 20:14, 10 Jul, 2019     3595
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ პუტინის სახიფათო გზავნილებზე საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღიარებული ოკუპაციის და გენოციდის მსხვერპლ სახელმწიფოდ. ნათელაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსებას მიიჩნევს:


„გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა. რაც ვართ ისიც ოკუპაციითა და გენოციდით სხვა ერების მიმართ და რომ მომავალშიც არ გვაქვს უფლება აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გვქონდეს სახელმწიფოებრიობის პრეტენზიები. ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე რომელიმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისია რეგიონალური კრიზისი, ან გლობალური გამწვავება დედამიწაზე, ან საკმარისია ჩვენმა მოკავშირეებმა ვეღარ მოიცალონ ჩვენთვის, რუსეთი აგრესიულ მეზობლებთან ერთად დაგვინაწილებს და წაგვიღებს ნაწილ ნაწილ. იმისთვის, რომ ეს საფრთხე ავირიდოთ აუცილებელია ორი რამ. პირველი, მთელს მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ ვართ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი სახელმწიფო და მეორე, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნა აშშ-ს სამხედრო ბაზა თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით. სხვა შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე. პრეზიდენტ პუტინს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის სულელი და უჭკუო პოლიტიკოსი არ არის. მან იცის სად ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს და როდის ლაპარაკობს. გაიხსენეთ როგორ დაიწყო საქართველოს დაშლა როდესაც სახაროვმა განაცხადა, რომ ჩვენ ვართ მცირე იმპერია და ვჩაგრავთ პატარა ერებს. აი მაშინ დაიშალა საქართველო. გუშინდელი განცხადება პუტინის ეს იყო სახაროვი ორი. ახალი ეტაპი საქართველოს დაშლისა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42