„რუსეთი საშიში ქვეყანაა, მაგრამ ვიღაც ჟურნალისტის და ოპოზიციის გამო დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა“- საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი
პოლიტიკა - 19:23, 10 Jul, 2019     797

„ოპოზიციის იმ ნაწილის გამო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა", - აღნიშნული განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საგარეო ვაჭრობას, ფულად გზავნილებს და ტურიზმს მოიცავს.

„რუსეთი საქართველოსთან საგარეო ვაჭრობის კუთხით, მეორე ადგილზეა, თურქეთის შემდეგ. თუმცა, ხარისხობრივად რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთიდან ვაწარმოებთ მხოლოდ იმპორტს, ხოლო რუსეთთან ექსპორტს. 2019 წლის მონაცემებით, ექსპორტის მხრივ, რუსეთი პირველ ადგილზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულია უამრავი ხალხი და ბიუჯეტში შესულია უამრავი თანხა. რუსეთი არის ოკუპანტი და საშიში ქვეყანა. ამ კუთხით, შესაძლოა ვაჭრობას შეექმნას პრობლემა, მაგრამ ვიღაც ჟურნალისტის გამო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და რაღაც მარგინალური ჯგუფის გამო, ეს არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მისი განცხადებით, 2018 წელს ფულადი გზავნილების სახით, ქვეყანაში შემოსული თანხების მესამედი სწორედ რუსეთიდან იყო გადმორიცხული.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია. „რუსეთი საქართველოს მიმართ ახდენს რბილი ძალის პოლიტიკას, თუმცა ჩვენი მხრიდანაც რბილი ძალის ზემოქმედებაა, როდესაც მილიონობით რუსი ტურისტი საქართველოში ჩამოდის", - აღნიშნა დეპუტატმა. მისი განცხადებით, თუ საქართველოს რუსეთისგან ეკონომიკური სანქციები დაუწესდება იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაიბრუნოს მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებებით, ევროკავშირისა და ამერიკის მხარდაჭერით და არავითარ შემთხვევაში რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტით.

„იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი წყდება, ან გვიღებენ ევროკავშირში და ნატოში - შესაძლოა, რუსეთმა ასეთი რამე გააკეთოს, მაგრამ ეს უნდა ღირდეს, რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციის მცირე ნაწილს უნდა ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, უფრო მეტი გაჭირვება და პრობლემა ჰქონდეს ადამიანებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთავრობის წინააღმდეგ არეულობა, მათ ჭკუაზე ჩვენ ვერ წავალთ და ეს დაუშვებელია", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42