"დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, დესერტად მას აუცილებლად მივაყოლებთ ამ ქალბატონს უკან და ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 18:50, 10 Jul, 2019     2089
რუსეთის პრეზიდენტის განცხადების პასუხად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადება, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა არ აჰყვეს საქართველოში „რადიკალური“ ძალების მიერ პროვიცორებულ პროცესებს, ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს.


„მოგაკითხეთ სალომე, ნამდვილად ვერ დაგტოვებდით უყურადღებოდ“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. ბაჩუკი ქარდავას თქმით, ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე, მისი და მისი პარტიისთვის ნათელი იყო, ივანიშვილის პრორუსული მიდრეკილებები და სწორედ ამის საწინააღმდეგო ლოზუნგით „არა რუსეთს!“ მონაწილეობდა ედპ საპარლამენტო არჩევნებში.

„მაშინ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით ხდებოდა, საქართველოში კრემლის პოლიტიკის შემოტანა. მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი ფრთხილად და მეთოდურად ახორციელებდა ამას. მთელი ეს გეგმა მიმართული იყო ისე, რომ ქართული საზოგადოება არ გაეღიზიანებინა, ანუ არ „დამწვარიყო“. მაგრამ ბოლო თვეებში ეტყობა პუტინმა მას მოსთხოვა სერიოზული, დიდი ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მიმართულებით და ივანიშვილის მოქმედებებმაც არ დააყოვნა. განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, არაფერს ვამბობ ანაკლიის პორტზე, კარასინ აბაშიძის ფორმატზე და ჟენევის ფორმატზე, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ ივანიშვილმა მოიხსნა ნიღაბი და საქართველოში საბოლოოდ დამყარდა პროპუტინისტური რეჟიმი. მან ის შეცდა, როცა ირწმუნა, რომ ქართველი ხალხი შეაგუა რუსეთს და ოკუპანტს და გაბედა უფრო მკვეთრი ნაბიჯები ჩრდილოეთით. მან არ გაითვალისწინა, რომ ქართველი ითმენს შიმშილს, პრობლემებს, მაგრამ არასდროს მოითმენს, როდესაც მის ეროვნულ ღირსებას შეეხებიან. ქართველი ხალხი არასოდეს დამარცხებულა რეჟიმთან ბრძოლაში და ახლაც გაიმარჯვებს.

ამ რეზიდენციაში იმყოფება ქალბატონი, რომელიც თავისთავს პრეზიდენტს უწოდებს, მაგრამ მას პრეზიდნტად მემგონი არც ივანიშვილი თვლის და მითუმეტეს ქართველი ხალხი. სწორედ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების ოპერაციის ჩატარება იყო კრემლის მოთხოვნა ივანიშვილისადმი. როდესაც სალომე ზურაბიშვილის საკითხი წყდებოდა ივანიშვილმა პუტინს კითხა, რას მაძლევთ სანაცვლოდო, რუსეთი არაფერს მისცემს სანაცვლოდ და ამის მაგალითი ჩვენ დავინახეთ, როდესაც დაგვცინა, უთხრა, რომ ბორჯომი და ღვინო შემოიტანეთ, მაგრამ ვერასოდეს მიიღებთ უკან სოხუმს და ცხინვალსო, კიდევ უარესი გვითხრა, შემოგვთავაზა ცხინვალის და სოხუმის დაკარგვას შევეგუოთ და მოვემზადოთ თბილისის დაკარგვისთვის. ეს არასოდეს არ მოხდება. მე გპირდებით, ძალიან მალე დაიწყება, რომ პირველ ეტაპზე დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი და დესერტად მას აუცილებლად მივაყოლებთ ამ ქალბატონს უკან და საქართველოში აუცილებლად ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რითაც პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარი სიმბოლოს პოსტი გათავისუფლდება რუსეთის უშუალო აგენტის სალომე ზურაბიშილისგან.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42