„აბსურდის თეატრი, როგორც ქართული პოლიტიკის ფუნდამენტი, გრძელდება. ბატონო ქართველო პოლიტიკოსებო. დროა ილუზიები პრაგმატული მიდგომებით შეცვალოთ.
ერთადერთი შესაძლებელი სცენარი ორ სახელმწიფოს - აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განვითარებისა, ეს არის ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დაწყება.“- განაცხადა დაურ კოვემ.
კოვეს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ციტატები მოჰყავს:
მამუკა ბახტაძე: „საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში.“
დავით ზალკალიანი: „ის რაზეც იყო საუბარი არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტშო. როდესაც ისტორიაზე ვსაუბრიბთ, საქართველოს ისტორია არც მხოლოდ მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მ-19 დან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტი არსებობს და ეს ფაქტები არგუმენტირებულად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით იყო მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.“
მასალის გამოყენების პირობები






