11 ივლისს, 10.40 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი კავკასიაში პირველი, უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტში უნგრულ ენასა და კულტურას შეასწავლის უნგრეთის საგარეო უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ინსტრუქტორი. ერთწლიანი სწავლების შემდეგ უნივერსიტეტი განიხილავს პროგრამის სათანადოობასა და კრედიტების სისტემასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას. თსუ უზრუნველყოფს უნგრულის ინსტრუქტორის მონაწილეობას კონფერენციებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ასევე, საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
მისამართი: ბათუმი, სასტუმრო „ბათუმი შერატონი“
მასალის გამოყენების პირობები