„პრემიერმა კონკრეტული პასუხი გასცეს პუტინს“ - ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ ისტორის თავხედურ გაყალბებაზე
პოლიტიკა - 15:44, 10 Jul, 2019     689
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას და საქართველოს ხელისუფლების დუმილს ეხმაურება.

ბაქრაძე ამბობს, რომ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯება უაღრესად საშიში პოლიტიკური მეთოდია, რომლითაც პუტინი ცდილობს გაამართლოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

"პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯება არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორიასთან, წარსულთან და ეროვნულ ღირსებასთან ბრძოლა, ეს არის უაღრესად საშიში პოლიტიკური მეთოდი და გზავნილი, რომლითაც პუტინი ცდილობს გაამართლოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. პუტინი ცდილობს ისტორიის დამახინჯებით და გაყალბებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს თითქოს ქართველები არიან აგრესორები, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს არ ყოფილა საქართველო და რუსეთი არის მხოლოდ მშვიდობისმყოფელი, რომელმაც დაიცვა მცირე ხალხების უფლებები. ეს არის ტყუილი და ეს არის უაღრესად საშიში და მავნებლური განცხადება, მათ შორის პოლიტიკური განცხადება, რომელიც პირდაპირ ებრძვის საქართველოს ინტერესებს. ამიტომ სრულიად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული იყოს მკაფიო და ნათელი პოზიცია, ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ამასთანავე ეს პოზიცია არ უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი და ლამაზი ევროპულ-ისტორიული სიტყვებით, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტმა. დიას, საქართველოს ისტორია არის ევროპის ისტორიის ნაწილი, მაგრამ ჩვენ არ ვედავებით პუტინს ისტორიულ დავაში, დღეს პუტინი იყენებს ისტორიას გენოციდის, ეთნიკური წმენდის და ოკუპაციის გასამართლებლად. ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს პირველ რიგში პოლიტიკური, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთი არის აგრესორი და ვერანაირი ისტორიის გაყალბება რუსეთს ვერ უშველის საკუთარი აგრესიის და ოკუპაციის გასამართლებლად. ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ამიტომ მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პრემიერ-მინისტსაც ზოგადი და არაფრისმთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად კონკრეტული პასუხი გასცენ პრეზიდენტს პუტინის პრეტენზიას, რომელიც უაღრესად საშიშ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ის ისტორიის გაყალბებით ცდილობს აწმყოს გამართლებას და ჩვენი მომავლის დანგრევას და ამის საშუალება მას უპასუხოდ არ უნდა მივცეთ," - ამბობს ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42