პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯება - "ევროპული საქართველო" განცხადებას ავცელებს
პოლიტიკა - 13:15, 10 Jul, 2019     1102

"ევროპული საქართველოს" ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის და სახელმწიფოებრიობის მიმართ ზიზღით აღსავსე სიცრუეს, საქართველოს გენოციდში და აგრესიაში დადანაშაულებას სათანადო რეაგირება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ მოყოლია რაც თავისთავად მნიშვნელოვანი და სახიფათო განაცხადია. პუტინის მხრიდან ისტორიაში ასეთი წიაღსვლა კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მისთვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს იდეაა მიუღებელი. ეს ყველაფერი ასევე გვახსენებს თუ რაოდენ უპასუხისმგებლო და სახიფათოა ოკუპაციის და რუსეთის სამხედრო აგრესიის საკუთარი ქვეყნისთვის დაბრალება, რასაც ვიწროპოლიტიკური ინტერესისთვის ხშირად მიმართავენ ქართული ოცნების ლიდერები.

დღეს, როცა ღიაა არქივები და ხელმისაწვდომია დოკუმენტები, პუტინის აგრესიული სიცრუის ნაკადის მხილება ძალიან ადვილია. როცა პასუხი იგვიანებს მთავრობისგან, შევეცებით მაინც შევეხოთ მთავარ საკითხებს.

პირველ რიგში, პუტინს ავიწყდება რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო საერთაშორისოდ სრულიად აღიარებული მათ შორის დე-იურედ აღიარებული საკუთრივ რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით და რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა იყო სამხედრო აგრესიის აქტი.

აფხაზეთს და აჭარას ავტონომიური სტატუსი მიანიჭა დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ, რომელიც სწორედ საბჭოთა რუსეთმა დაამხო სამხედრო ოკუპაციის გზით. 1918 წელს აფხაზეთიდან საქართველოს ჯარმა ბოლშევიკები აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თხოვნით და მასთან შეთანხმებით გააძევა. ე.წ. აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკა რომელზეც აპელირებს პუტინი შეიქმნა სწორედ ამ აგერსიული ომის და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საოკუპაციო რეჟიმის მიერ და არ გააჩნდა არანაირი ლეგიტიმაცია.

აფხაზეთში ჩატარდა 1919 წლის თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით კი აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად თავად რუსეთმა აღიარა. 1920-იან და 1930-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა მოაწყო უსასტიკესი რეპრესიები როგორც აფხაზეთში ისევე დანარჩენ საქართველოში რის შედეგადაც მოკლეს ან გადაასახლეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ათეულ ათასობით თავისუფლების მოყვარე ადამიანი, მათ შორის მრავალი ეთნიკურად აფხაზური წარმომავლობის მოღვაწე და მოქალაქე.

პუტინმა საქართველო 1920 წელს ცხინვალის რეგიონში გენოციდის მოწყობაში დაადანაშაულა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ჩაახშო კომუნისტების მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხი რომლის ორგანიზატორები ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ და რომელიც კოორდინირებული იყო საბჭოთა რუსეთთან დამოუკიდებელი საქართველოს დასამხობად. არანაირი ცნობა ოსების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა მიუხედავად იმისა რომ არსებობს ცნობები ადამიანის უფლებათა დარღვევებზე - რაც ახლოსაც ვერ მოვა ბოლშევიკების სისასტიკესთან - არ არსებობს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ ოსური ენა და ოსურ ენაზე განათლება შემორჩა მხოლოდ საქართველოში. რუსეთის ფედერაციაში იგი ფაქტიურად გამქრალია.

ბოლშევიკთა ზოგიერთი ლიდერის და იოსებ სტალინის ქართულ წარმომავლობაზე ხაზგასმა და ამით საქართველოს ოკუპაციის გამართლება არახალია. კრემლი და პრორუსული დაჯგუფებები დიდი ხანია ცდილობენ ყალბი ქართული ანტიდასავლური "ნაციონალიზმი" ამ სიმბოლოების ირგვლივ განავითარონ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ ბოლშევიკებს მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ ქონდათ რის გამოც საჭირო გახდა კიდეც სამხედრო აგრესია და ასევე ის რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დაჩქარების ინიციატორი სწორედაც რომ სტალინი იყო. გარდა ამისა, ბოლშევიკ ლიდერთა შორის იყვნენ სხვა ერების წარმომადგენლებიც რომელთა წარმომავლობის ამა თუ იმ ქვეყნის დაპყრობის გასამართლებლად გაოყენება ისეთივე აბსურდია როგორც ზოგიერთი ბოლშევიკი ლიდერის ქართული წარმომავლობით საქართველოს დაპყრობის და ათიათასობით ადამიანის მკვლელობის გამართლება.

ქართველმა კომუნისტებმა საბჭოტა ოკუპანტებთან ერთად ფიზიკურად გაანადგურეს ევროპული განათლების მქონე ჩვენი პოლიტიკური, კულტურული, სასულიერო და სამხედრო ელიტა, დახოცეს ათიათასობით ადამიანი და ნუთუ ამ ყველაფერზე

აღარაფერს ვამბობთ რუსეთის მიერ დადებულ და დარღვეულ ხელშეკრულებებზე 1992-1993 წლებში, რომლებსაც მოყვა ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობა და ეთნიკური წმენდა როგორც აფხაზეთში ასევე ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც უფრო ადრეულ პერიოდში დადებულ სხვა ხელშეკრულებებზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ვლადიმერ პუტინის მიერ ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ისტორიაზე ამ სახიფათო თავდასხმის შესახებ" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42