კახა კალაძე ახალგაზრდებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:22, 10 Jul, 2019     699

თბილისის მერი ახალგაზრდებს მოუწოდებს, სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებით უფრო მეტად დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთონ.

როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერია აქტიურად ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებს, რომელსაც 2 ძირითადი მიმართულება აქვს: ესენია სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა.

„მინდა, ამ პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მზად ვართ, გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა იყოს.

სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ვაფინანსებთ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა წარმატებულია და კარგად მუშაობს.

წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს და გვინდა, ეს თანხა სტუდენტების მხრიდან მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, მერის თქმით, ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ქულას აღემატება.

„სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი. კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროგრამებით. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ განათლების მიღებაში, ხელი შეგიწყოთ, რათა მომავალში თქვენი ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოახმაროთ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42