ამ პროვოკაციების ფონზე ქვეყნის ეკონომიკას აქვს დანაკარგები და უსაფრთხოებას მიადგა ზიანი - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 10:24, 10 Jul, 2019     730

„ნაციონალური მოძრაობის", მისი ტელევიზიის ქმედებებმა გამოიღო ის შედეგები, რომ ამით პირველ რიგში დაზარალდა საქართველოს ეკონომიკა, დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები და დაზარალდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.


„ყველაფრის შეფასება შეიძლება იმის მიხედვით, თუ რა შედეგები გამოიღო ამან. ვნახოთ რა შედეგები გამოიღო „ნაციონალური მოძრაობის", ამ პოლიტიკური ჯგუფის, მისი ტელევიზიის ქმედებებმა, რა შედეგები გამოიღო დესტაბილიზაციის მცდელობამ და არეულობის მოწყობის მცდელობამ ოპოზიციის, ამ ჯგუფის მიერ. გამოიღო შედეგები ის, რომ ამით პირველ რიგში დაზარალდა საქართველოს ეკონომიკა, დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები და დაზარალდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. და ხომ ისე არ მომხდარა, რომ ამ ყველა შედეგების შემდეგ გამოსულიყოს ეს პოლიტიკური ჯგუფი და ეთქვას, რომ უკაცრავად, ჩვენ დავუშვით შეცდომა და ჩვენ შესაძლოა ზიანი მივაყენეთ ჩვენს ქვეყანას, ეს არ გაუკეთებიათ.

დღესაც უტიფრად აგრძელებენ თავისი ამ ნაბიჯების გამართლებას ფსევდო პატრიოტიზმით. ეს არის პირდაპირ ფსევდო პატრიოტიზმი. არავითარი კავშირი ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან, არავითარი კავშირი ამას დეოკუპაციასთან, ამას არ აქვს. ეს არის ფსევდო პატრიოტიზმი და რეალურად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების შენიღბვის მცდელობა. იმით, თუ რა შედეგები გამოიღო ამ ყველაფერმა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ემუქრება შემცირება ამ თვეებში ზუსტად იმის გამო, რაც ამ ხალხმა გააკეთეს და რაზეც წავიდნენ და რა ბინძური პროვოკაციებიც მოაწყვეს. თუ რა შედეგები იქნება და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მომავალზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე, როგორ აისახება ეს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობებზე. აი ამ შედეგებით ვიმსჯელოთ. როგორ აისახება ეს საქართველოს საერთაშორისო სტატუსზე. აი ეს ყველაფერი ვნახოთ და ამ შედეგებით შევაფასოთ რა სურდათ რეალურად ამ ხალხს და რა არის რეალურად მათი გეგმა. მივხვდებით ორ წუთში, ამას არ სჭირდება უფრო სიღრმისეული ანალიზი, აი ამ შედეგებით, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, რომ ვალუტამ რეალურად მიიღო შოკური დარტყმა, ეკონომიკას აქვს რეალური დანაკარგები ამ პროვოკაციების ფონზე და ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგა რეალურად ზიანი ამ პროვოკაციების ფონზე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42