"რაც ჩვენ ორი დღის წინ ვნახეთ, არ არის ერთი ჟურნალისტის „შეცდომა" - ეს არის საერთო პოლიტიკის და საერთო გეგმის ნაწილი" - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 10:21, 10 Jul, 2019     753

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში მოხდა, ერთი ჟურნალისტის შეცდომა არ იყო.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„იყო მცდელობები, რომ ეს ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის და ეს არის კიდევ ერთხელ მათი წესები, როგორიც აქვთ მათ შიგნით, როგორც ექცევიან ისინი თავისივე გუნდის წევრებს, ეს გასაგებია და მე ამ შეფასებებში არ შევალ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, ეს პროვოკაცია, რაც ჩვენ ვნახეთ ორი დღის წინ, არ არის ერთი ჟურნალისტის „შეცდომა" და არ არის ერთი ჟურნალისტის მოფიქრებული. ეს არის „რუსთავი 2"-ის და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც გარედანაც იმართება და იცით, რომელ ქვეყანაში არის მათი ხელმძღვანელი და მათი უფროსი და რომელიც იმართება შიგნიდანაც იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელიც აქ არის ადგილზე. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის იზოლირებული ნაბიჯი და რაღაც ერთეული შემთხვევა. ეს არის მათი საერთო პოლიტიკის ნაწილი და ეს არის მათი საერთო გეგმის ნაწილი. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს წინა თვეებში განცხადებები, როდესაც ეს ადამიანები პირდაპირ აკეთებდნენ მინიშნებებს და განცხადებებს დესტაბილიზაციაზე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ უნდა აადუღონ ქვეყანა. ესეც ხომ არ იყო მოგონილი სიტყვები: „უნდა ავადუღოთ ქვეყანა, უნდა ავადუღოთ სამეგრელო". თვეებია უკვე გრძელდება ეს რიტორიკა, ეს განცხადებები და შესაბამისად, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ბოლო დროის პროვოკაციებიც იყო ამ საერთო გეგმის და მათი ხედვის ნაწილი იმ გეგმის ნაწილი, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ არის რეალურად რაღაცის მომტანი მათთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ არავითარ შესაძლებლობას, არავითარ საშუალებას არ მივცემთ ჩვენ ამ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ დესტაბილიზაციის გზით, არეულობის გზით, ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებით, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაზიანებით მიიღონ რამე პოლიტიკური დივიდენდები. ეს იქნება შეუძლებელი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42