ვლადიმერ პუტინის უტიფარი განცხადება - "საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია და მოაწყო ოსეთში გენოციდი"
პოლიტიკა - 21:24, 09 Jul, 2019     5897

ვლადიმერ პუტინის ცინიკური განცხადება - ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირი უტიფრად იტყუება და აცხადებს, რომ „1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა“.

მეტიც, პუტინის მტკიცებით, ქართველებმა "ოსეთში გენოციდი მოაწყეს".

„ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს 1774 წელს, მთლიანად, სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810-ში, როგორც დამოუკიდებელი სახელწმიფო, როგორც სამთავრო. არანაირი საქართველო არ ყოფილა. ეს იყო თბილისის გუბერნია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა, აფხაზეთი ჩაეყლაპა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანიის ძალების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ძალები ოსეთში 1919-1920 წლებში. სინამდვილეში ეს ზუსტად ისაა, რასაც გენოციდი ეწოდება. კარგი იქნება იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არასდროს უნდა დაივიწყოს თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობა დაალაგოს.

საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის, თავდაპირველად, ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც კი არ იყო. სტალინის დროს კი შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელი ნაწილი გახდა აფხაზეთი. სხვათა შორის ჩვენი უფლებადამცველები ამაზე ყურადღებას არასდროს ამახვილებენ. უცნაურიც კია. სტალინის ბრძანებით, ენკავედემ ბერიას ხელმძღვანელობით, ძალიან სასტიკი ზომები მიიღო აფხაზებთან მიმართებით. ახლა არც მინდა ვახსენო. იმ მიზნით, რომ საქართველოს გადაეყლაპა ეს ტერიტორია და აფხაზი ხალხიც,“ - განაცხადა პუტინმა.

აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს აგვისტოს ომზეც ისაუბრა და ტრადიციულად ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

„ეს მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა კი არა, უბრალოდ იგნორირება მოახდინა, როდესაც გააუქმა მთელი ავტონომია აჭარა, აფხაზეთი და ასე შემდეგ, ამ ყველაფერმა მიიყვანა აფეთქებამდე და ძმათა მკვლელ ომამდე. ყოველთვის ვარწმუნებდი სააკაშვილს და ვეუბნებოდი, მიხეილ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი. არა, არავითარ შემთხვევაშიო. და რა ქნეს? წავიდნენ იქ ომით. შედეგი დღეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო, ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა,“ - განაცხადა პუტინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42