"მთელ საქართველოს მინდა მივულოცო, მოსახლეობამ გაიმარჯვა და არ ჩატარდა გარყვნილების პროპაგანდა - პრაიდი“ - ამბობს ფალავანდიშვილი, რომელიც ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება.
„ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის, მილიონ ნახევარი ხელმოწერის შეგროვებას. როცა შევაგროვებთ მას, მერე დავდგებით პარლამენტთან და არ დავიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ კანონს. კანონით გვინდა, აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნორმად გამოცხადება, სკოლებში სწავლება ამის შესახებ ასევე ჰომოსექსუალებს აეკრძალოთ პედაგოგად მუშაობა, ჯარში მსახურობა და მთავრობაში მუშაობა,“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
მისი თქმით, მათი შეკრების ლოკაცია ამიერიდან ვაკის პარკი იქნება.
გურამ ფალავანდიშვილი ანტისაოკუაპციო აქციებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ახალგაზრდების მოთხოვნებს იზიარებს და მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„მე ვიზიარებ ანტისაოკუპაციო მოთხოვნებს თვალის ამოთხრის გამო, ასევე ვიზიარებ პუტინთან დაკავშირებულ პოზიციას, თუმცა გინებას არა,“ - ამბობს ფალავანდიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






