პრემიერი ბახტაძე პუტინის განცხადებას ეხმაურება და მთავრობის მაღალ პასუხისმგებლობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:28, 09 Jul, 2019     1769

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხთა შორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს.

„რაც შეეხება კვირას საღამოს მომხდარ ფაქტს, იმ პათოლოგიურ ფრაზებს, რაც მოვისმინეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მით უმეტეს მიუღებელია ეს ჩვენი ერისთვის, ერისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამაყობს თავისი კულტურითა და ფასეულობებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს წინაშე არის ძალიან მტკივნეული გამოწვევები და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით. აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზება. ეს არ შეიძლება და აქედან გამომდინარე, მე მსურს, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველამ კარგად გავითვალისწინოთ და პასუხისმგებლობით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა არავის მისცემს უფლებას, საქართველო აქციოს აგრესიული დღის წესრიგის მძევლად, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42