"პუტინმა კეთილი ბიძიის როლი მოირგო" - ბოკუჩავა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სპექტაკლს უწოდებს
პოლიტიკა - 19:17, 09 Jul, 2019     1568
გაერთიანებული ოპოზიციისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, ვლადიმერ პუტინმა კეთილი ბიძიის როლი მოირგო.

ბოკუჩავას თქმით, პუტინმა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმით, სპექტაკლი დადგა.

"არანაირი მსჯელობა, ისე როგორც საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს იმიტომ, რომ ერთი ოლიგარქი იღებს გადაწყვეტილებას, არ არსებობს ასევე კრემლში. ყველამ კარგად ვიცით კონიუქტურა, რომ გადაწყვეტილებას იღებს პუტინი. უბრალოდ მან დადგა ეს პატარა სპექტაკლი იმისთვის, რომ კეთილ ბიძიადგამოსულიყო, თუმცა ამ შანტაჟმა ფსიქოლოგიური ზეწოლის ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე მოახდინა, ეს იყო მათი ამოსავალი წერტილი, რაშიც ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლებამ, დაიწყო ისევ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე", ოპოზიციაზე, ახალგაზრდებზე ყველაზე ამ ყველაფრის გადაბრალება. ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო კომპეტენტურად, პრინციპულად ეთქვა, რომ თუ ჩვენი ქვეყანა დადგება ამ გამოწვევის წინაშე, ჩვენ ამას გავუმკლავდებით, მოვახდენთ ექსპორტის დივერსიფიკაციას და რიგითი საქართველოს რიგითი მოქალაქე არ დაზიანდება.

კრემლი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება, თავის მხრივ, აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას, ნაცვლად იმისა, რომ აწარმოოს მწყობრი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდიდა რუსულ ბაზარზე იმიტომ, რომ პუტინი არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ სწორედ სავაჭრო ბერკეტებს იყენებს, მათ შორის ჰიბრიდული ომის საწარმოებლად,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42