სპეციალისტები მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების მთავარი მიზეზი ხელისუფლების უმოქმედობაა და არა ის აქციები, რომელიც რუსთაველის გამზირზე 20 დღეა მიმდინარეობს.
ყიფიანის თქმით უარყოფითი მოლოდინები შექმნა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაანონსებულმა სანქციებმა. ამასთან მისი თქმით, ბიზნესმენები არაპროგნოზირებად ხელისუფლებას აღარ ენდობიან.
"დროის მოკლე პერიოდში ლარის გაუფასურება უკავშირდება იმ მოლოდინებს რაც შექმნილია ჩვენი ეკონომიკის მიმართულებით. ანუ ბოლოს, სანქციების დაანონსებასთან დაკავშირებით ეს ნეგატიური მოლოდინები კიდევ უფრო გაიზრდა, რამაც პირდაპირ ასახვა ჰპოვა ლარის კურსზე.
საქმე რაშია, თუ ზოგადად არ გამოსწორდა საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკა ლარი ვერასდროს იქნება სტაბილური ვალუტა, თუ ხელისუფლების მხრიდან პრევენცია არ იქნება სწორი ეკონომიკირი პოლიტიკა წლების განმავლობაში ლარს ასე ცალკე აღებულს არაფერი ეშველება.
ეკონომიკის ექსპერტი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებასთან თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას კავშირი არ აქვს.
ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურებაა.
"ხელისუფლების დამაზიანებელმა პოლიტიკამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. აქციების მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. ის კრიზისი რაც ხელისუფლებამ შექმნა აქციების, თითქოსდა იგნორირებით ეს არის სწორედ იმის ასახვა რაც მოხდა. წარმოიდგინეთ ბიზნესი როგორ უყურებს - ის ხედავს როგორი არაადეკვატურია მთავრობა და რატომ დაიჯერებს, რომ ლარი გამყარდება?! როცა მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნაზე მთავრობა არასწორად რეაგირებს. ასეთი ხელისუფალი გვყავს და შესაბამისად ამ მოლოდინებს, უკვე დაანონსებულ ეკონომიკური ურთიერთობების გამკაცრებას ასახვა მოჰყვა და მივიღეთ ის რომ ლარი არის რეკორდულად გაუფასურებული"- დასძინა ყიფიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






