თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, გუდიაშვილის მოედანზე პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 17:47, 09 Jul, 2019     580

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ალექსანდრე ტოგონიძის ინიციატივით, გუდიაშვილის მოედანზე პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო თბილისის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება.

ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, შეხვედრაზე დედაქალაქის წინაშე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო ფონდის საქმიანობაში და ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და ვინც დღეს იმყოფებოდა შეხვედრაზე. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ყველამ გავაერთიანოთ ძალები და ამით დავიცვათ დედაქალაქის ღირებული ნაწილი და ფასეულობები.

განვიხილეთ რამდენიმე პრობლემური საკითხი, შევჯერდით გადაწყვეტებზე, ასევე, დავგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები პროცედურებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით და ჩამოვყალიბდით, რომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან ფონდის მიერ რეაბილიტირებულ პროექტებს. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვექნება მათთან, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი და შენარჩუნდეს ის ისტორიული ღირებულებები, რაც გააჩნია თბილისს“, - განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეების ჩართულობით და სპეციალისტების რეკომენდაციით განხილულ იქნა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, ასევე გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა.

გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას.

სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ გუდიაშვილის პროექტის სამუშაოების შემსრულებელი მხარეები, “ICOMOS საქართველოს” წარმომადგენლები, პროექტის ავტორები, საკრებულოს წევრები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, გუდიაშვილის მოედანზე მომუშავე არქეოლოგები და „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42