ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი Obama Foundation-ის პირველ ქართველ სტიპენდიანტად დასახელდა
პოლიტიკა - 17:45, 09 Jul, 2019     755

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, თამარ გაბრუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შექმნილი ფონდის პირველი ქართველი სტიპენდიანტი (Obama Foundation Scholar) გახდა.

თამარ გაბრუაშვილის კანდიდატურა, ბარაკ ობამას გუნდის მიერ, მსოფლიოს რამდენიმე ათასი კონკურსანტიდან შეირჩა და შერჩეულ 20 სტიპენდიანტს შორის მოხვდა.

Obama Foundation-ი, თამარ გაბრუაშვილს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში - University of Chicago, Harris School of Public Policy, მათ მიერვე შექმნილ უნიკალურ სამაგისტრო პროგრამაზე ერთწლიან სწავლას სრულად დაუფინანსებს. სწავლის პარალელურად, თამარის კარიერული გეგმის განვითარებაზე ბარაკ და მიშელ ობამების გუნდი იმუშავებს.

თამარ გაბრუაშვილი: „Obama Foundation-ის სტიპენდიანტობა ჩემთვის განსაკუთრებული მიღწევა და პატივია. აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ, ახალი გამოწვევებისთვის საუკეთესოდ მომამზადა. სამსახურში, ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა, რომ პროფესიულად მაქსიმალურად გავზრდილიყავი და ამისთვის გულწრფელად მადლიერი ვარ. Obama Foundation-ის გუნდიდან გასაუბრების ეტაპზე, ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში განხორციელებული პროექტებითაც დავიმსახურე მათი ინტერესი.

Obama Foundation-ის სტიპენდიანტობა, გარდა პრესტიჟისა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მექნება პერსონალური ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა გლობალური მასშტაბის ისეთ ფიგურებთან, რომლებისთვისაც თვალის დევნება აქამდე მხოლოდ შორიდან შემეძლო. მეძლევა უნიკალური შესაძლებლობა განვავითარო ჩემი კარიერული გეგმა, რომელშიც დამეხმარებიან ბარაკ და მიშელ ობამები და მათი გუნდი, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ჩემთვის ინსპირაცია.“

შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, თამარს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობით, განხორციელებული აქვს არაერთი საინტერესო პროექტი, რომელთა მიზანი ძლიერი, გამჭვირვალე ევროპული ტიპის საგადასახადო ადმინისტრაციის შექმნის მხარდაჭერა იყო.

Obama Foundation-ი ახალი თაობის არაორდინალურ ლიდერებს აფინანსებს. ფონდის მიზანია, აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა, დინამიურ და არაორდინალურ ლიდერებს მსოფლიოდან და ისისნი ერთმანეთთან დააკავშიროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42