იუსტიციის საბჭოს სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევის პროცესზე მსჯელობენ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინმარეობს. დღეს საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როდიდან დაიწყება 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოითხოვდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში ბოლო საკითხებადაა მითითებული, უფრო ზემოთ ამოწეულიყო.
ეს არგუმენტი საბჭოს მოსამართლე წევრებმა არ გაიზიარეს.
„ანაგვიანებ იუსტიციის საბჭოს აურას. აბა თქვენი გამოსვლა, თქვენი აზრით, ზრდილობიანია? ისაუბრეთ საკითხებზე, საქმეზე, ნუ ანაგვიანებთ იუსტიციის საბჭოს აურას. ისაუბრეთ იმაზე, რომ ხალხი აქ არის მოსული იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ბატონო სერგო, სანამ არ ისწავლით მომართვას ზრდილობიანად, მანამდე იქნებით ჩუმად. თითებით ელაპარაკეთ თქვენს კოლეგებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
.მასალის გამოყენების პირობები






