"ხაზარაძეს კარგი სტარტი აქვს... ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟში მიიღებს მონაწილეობას"- რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 14:06, 09 Jul, 2019     902
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ მისი პარტია ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომლიც წვლილს შეიტანს "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის" დემონტაჟში".


"ნიუპოსტთან" გოცირიძე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს კარგი სტარტი აქვს პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის, თუმცა ოპოზიციონერი იქვე პაატა ბურჭულაძის შემთხვევას იხსენებს, და ბიზნესმენს "სუსტი წერილებზე", გუნდის დაკომპლექტებაზე კარგად დაფიქრებას ურჩევს.

"მამუკა ხაზარაძის გააქტიურება, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის კუთხით მისასალმებელია. ის ჯდება იმ პრინციპებში რასაც ჩვენი პარტია აცხადებს - ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნისთვის, რასაც ჰქვია ივანიშვილის მმართველობის დემონტაჟი და ამ მიმართულებით ხაზარაძის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ვინაიდან მას აქვს ავტონომიური ცნობადობა, სოციალური კაპიტალი, საკმაოდ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს ხელოვანთა წრეებში. მისი პროექტები, საბა და სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები უკვე შეიძლება პოლიტიკურ კაპიტალად ტრანსპორტირდეს და ბუნებრივია ხაზარაძის ფინანსური კაპიტალიც. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა თავის ადგილს დაიჭერს ამ პოლიტიკურ სისტემაში, თუკი ხაზარაძე მოინდომებს პარტიულად მონაწილეობის მიღებას 2020 წლის არჩევნებში"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის გააქტიურება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ "ერთი ოლიგარქი მეორემ ჩაანაცვლოს".

"ეს არ უნდა იყოს ბიზნესზე ორიენტირებული პარტია. საქართველოს პარლამენტში ბიზნესმა ითამაშა ძალიან უარყოფითი როლი. ისინი ძირითადად მაჟორიტარულ სისტემას ემყარებოდნენ და ფაქტობრივად, მათი საქმიანობა მიმართული იყო, სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე და რეალურად გვევლინებოდნენ ხელისუფლების სატელიტებად და მათი მთავარი ამოცანა პირად ბიზნესზე ზრუნვა იყო. ხაზარაძე, როგორც დიდი ფინანსური კაპიტალის მქონე ადამიანი არ უნდა იყოს ასოცირებული, როგორც ბიზნეს წრეების ლობისტი. პირიქით, ხაზგამსმით უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ფულიანების დომინანტ მდგომარეობაში ყოფნა.

როგორც დღეს ამბობენ, საქართველოს პარლამენტში 28 მილიონერია, რაც აბსოლუტუტრი ტყუიილია, სინამდვილეში 2 მაგდენია, თუმცა მათი ქონება და რესურსები დამალულია.

ბოლოს, მამუკა ხაზარაძეს აქვს ძალიან კარგი სასტარტო მდგომარეობა, ამავე დროს მას აქვს სუსტი წერტილებიც"- დასძინა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

ოპოზიციონერი "სუსტ წერტილებზე" საუბრისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვინ იქნებიან მამუკა ხაზარაძის პარტნიორები.

"თუ იქნებიან ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა ივანიშვილის ხელისუფლებაში და ემსახურებოდა ამ რეჟიმის განმტკიცებას და შექმნას, ასეთ ვითარებაში ამ ადამიანებს გარკვეულწილად ბოდიშის მოხდა მოუწევთ... კარგი მაგალითი შეიძლება მამუკა ხაზარაძეს ჰქონდეს პაატა ბურჭულაძის სახით, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა და რაღაც ეტაპზე მისი რეიტინგი 15%-საც აღწევდა, მაგრამ ივანიშვილმა გამოუძებნა სუსტი წერტილები და ფაქტობრივად გაანადგურა მისი პარტია. ეს მაგალითი აუცილებლად უნდა ახსოვდეს ხაზარაძეს, ვინაიდან ბიზნესიდან მოსულ პოლიტიკოსს ყოველთვის აქვს ის სისუსტეები, რომელზედაც აუცილებლად ითამაშებს ხელისუფლება.

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟში მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ როგორ იქნება მომავალი კოალიციური მთავრობა და რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება ამაზე საუბარი დღეს ნაადრევია. ჯერ მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციამ უნდა გამოავლინოს სიცოცხლისუნარიანობა და კარგად უნდა ახსოვდეს პაატა ბურჭულაძის მაგალით"- უთხრა "ნიუპოსტს" გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42