"საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარს უმასპინძლა
პოლიტიკა - 12:17, 09 Jul, 2019     482

„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარს უმასპინძლა. სემინარი თბილისში ჩინეთის კომპანია „ხუახე ინთერნაიშენალისა“ და სიანის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და რეგიონის კონკურენტუნარიანი ლიდერია. მისი განცხადებით, „საპარტნორო ფონდი“ პოტენციური ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორს წარმოადგენს და საუკეთესო პლატფორმაა ერთობლივი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.

ერთბლივ სემინარზე აზიელ ინვესტორებს ფონდის მენეჯმენტმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. სემინარზე „საპარტნიორო ფონდისა“ და ფონდის შვილობილი კომპანიების მენეჯმენტმა საინვესტიციო პრექტების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

ტურუზმი, მრეწველობა, ექსპორტის წახალისება და მაღალტექნოლოგიური წარმობა - ეს ის სექტორებია, რომლებითაც ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ინტერესდებიან.

„პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელების კვალდაკვალ ჩვენ უკვე ძალიან დიდ ყურადღბას ვაქცევთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ბევრ ახალ პროექტს გავეცანით. ინტერესი ჩვენი მხრიდან დიდია, შესაბამისად საინტერესო წინადადებებით დავბრუნდებით“, განაცხადა სიანის კომერციის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ან ძიენიუნგმა.

სემინარის მონაწილეებმა, ღონისძიების ფარგლებში, B2B შეხვედრები გამართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42