ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე, რომელიც დღეს იუბილარია შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. დავით გაბუნიას დღეს 37 წელი შეუსრულდა:
„37 წლის გავხდი. სიმბოლური ასაკი მაქვს, რეპრესიებთან ასოცირდება. მაგრამ 30 წელია, ამ ქუჩაზე მიწევს დგომა. ხან 89 წლიდან მამაჩემს ვეჯექი კისერზე და იმთავიდანვე ვამბობდით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მაგას ვაპროტესტებ პირადად მე 30 წელია. დღეს ვლადიმერ პუტინმა გამიკეთა ასეთი საჩუქარი და ჩაკეტა ფრენები, თავის მოსახლეობას აუკრძალა ჩვენთან ჩამოსვლა. არ ვიცი, თავისმა მოსახლეობამ გადაუხადოს მას მადლობა, როგორც შეუძლიათ. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მგონი, ყველანი დავიღალეთ, ყველას გვშია. იქით მოშიმშილე ადამიანები არიან. არც ერთი მათგანის ჯანმრთელობა არ ღირს არც სკამად, არც თანამდებობად და არაფრად. მოვუწოდებ გიორგი გახარიას, გამიკეთოს საჩუქარი, გადადგეს, დაამთავრონ ჩვენმა მოშიმშილეებმა შიმშილობა. გავშალოთ აქ დიდი სუფრა, გავწიოთ ავტობუსები, გავგზავნოთ შამპანური იქითა მხარეს, შევაერთოთ სუფრები და ძალიან ბევრჯერ ვთქვათ საქართველოს სადღეგრძელო. გაგიმარჯოთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ხართ, ჩვენთან ხართ და საქართველოს გვერდში უდგახართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა მუსიკოსმა.
მასალის გამოყენების პირობები






