„მივმართავ შს სამინისტროს, ადგილზე მცირე ოდენობით პოლიციაა, თუ ეს ბრბო მიიღებს არხზე შემოჭრის გადაწყვეტილებას, პოლიცია ვერ მოახერხებს მათ შეჩერებას და მთელი პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე“ - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 21:51, 08 Jul, 2019     3140

რუსთავი 2-თან მიმდინარე აქციას ეხმაურება სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია ხელისუფლებისგან მართულია და მოუწოდებს შს სამინისტროს უზრუნველჰყოს ჟურნალისტური საქმინობის განხორიცლება და დაიცვას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება.

გვარამიას თქმით, თუკი ტელეკომპანიის შენობის წინ შეკრებილები შენობაში შემოიჭრებიან სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

„რუსთავი 2“-ის წინ მიმდინარეობს მართული აქცია. ეს არის ხელისუფლების მიერ წაქეზებული და აქ მოყვანილი ორკები. რომლებიც ძალიან მაღალი საფრთხის წყარო არიან, ძალიან აგრესიულად იქცევიან. მივმართავ შს სამინისტროს, პოლიცია ადგილზე არის მცირე ოდენობით, თქვენც შეამჩნევდით, გუშინდლისგან განსხვავებით. იმ შემთხვევაში თუ ეს ბრბო მიიღებს არხზე შემოჭრის გადაწყვეტილებას, პოლიცია ვერ მოახერხებს მათ შეჩერებას.

მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, ძალადობრივი სცენარის განვითარების შემთხვევაში იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე, ვინც ა)უზრუნველყო ამ ბრბოს აქ მოყვანა და ბ) არ უზრუნველყო პოლიციის სათანადო ძალებით „რუსთავი2“-ის დაცვა.

ჩვენ ვართ მშვიდად არავითარი პროვოცირება ჩვენი მხრიდან არ იქნება, ვმუშაობთ და ვახორციელებთ ჩვენს ჟურნალისტურ საქმიანობას, კიდევ ერთ რამეს დააკვირდეს საქართველოს ხელისუფლება - ის, რაც ახლა აქ ხდება, მთელი პერიმეტრის გადაკეტვა ყველაფერთან ერთად არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა, ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები. არავითარი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ეს საკითხი არის დახურული, გაბუნიასთან გადაწყვეტილება არხმა მიიღო თავის სამართლებრივი დამოკიდებულება, ის ორი თვით ჩამოშორდა ეთერს. ეს დასრულებული საკითხია, დახურულია ეს თემა, ეს ორკები აქ დგანან აბსოლუტურად ტყუილად. ერთადერთი მიზანი, რომელიც შეიძლება მათ ჰქონდეთ, არის არხზე შემოჭრა და არხის დარბევა,"-აცხადებს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42