„რუსთავი 2“-ის ჟრნალისტის, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთს პრეზიდენტის მისამართით არაკორექტულმა განცხადება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით მათიკაშვილი ამბობს, საქართველოს წინაშე მყისიერი საფრთხე წამოჭრა.
მისივე თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ხელისუფლების ლიდერებმა და საგარეო უწყებამ ერთმანეთის მიყოლებით შეფასებები მაშინვე გააკეთეს.
„მოდით სწორი შეფასება გავაკეთოთ, ეს არ იყო არასასიამოვნო განცხადება, ეს იყო მტრული განცხადება სამშობლოს მიმართ. რა მიზანს ისახავდა გაბუნიას ეს განცხადება, ჯერ კიდევ კარგად არის გასარკვევი. ამ განცხადების შედეგად შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები დაწყებულიყო ჩვენს ქვეყანაში ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ და ეს უბრალოდ არასასიამოვნო განცხადება არ არის, ამას მინდა ხაზი გავუსვა. მილიონ ნახევარი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ამ განცხადების შემდეგ მათ რა ბედი ეწეოდათ არავინ იცოდა. მყისიერად იმიტომ გაკეთდა განცხადებები, რომ მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო,"-ამბობს მათიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






